Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მერკვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს. 1976-2000წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, მექანიკური ქარხნის დირექტორად; 2001-2006წწ. იყო სამედიცინო კლინიკა "მედი"-ს მთავარი ინჟინერი, განაგებდა სამშენებლო და ექსპლუატაციის საკითხებს; 2006-2012წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით; 2013 წლიდან მუშაობს შპს "იმკ+"-ში სამუშაოთა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი სამრეწველო, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: №3 ღვინის ქარხნის, ქ. თბილისში, მცხეთის ბიოკომბინატის კომპლექსის, №1 საშუალო სკოლის (გიმნაზიის) აღდგენა-რეკონსტრუქცია და სახვითი ხელოვნების მუზეუმის ქ. თბილისში, საცხოვრებელი სახლების ზაჰესის დასახლებაში და ქ. თბილისში, კონიაკის ქარხნის ახალი კორპუსის, სტომატოლოგიურ ცენტრ "მედი"-ს ქ. სანკტ-პეტერბურგში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 193-194
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |