The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ნოღაიდელი

ჯემალ ნოღაიდელი
Date of birth:10 March, 1906
Date of death:29 March, 1966  (at 60 years)
Category:Ethnologist, Linguist, Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წყავროკა, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის და საენათმეცნიერო განყოფილებები 1931 წელს.

1935-1958წწ. კითხულობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში საენათმეცნიერო დისციპლინათა კურსებს; 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფოლკლორის განყოფილების გამგედ. ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობასთან ერთად, ეწეოდა ფართო საველე-შემკრებლობით საქმიანობას. 1936 წელს ბათუმში გამოვიდა მისი "აჭარა დიალექტოლოგიურად", პირველი, შედარებით სრული გამოკვლევა აჭარული კილოს შესახებ; 1960 წელს გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია "აჭარული კილოს თავისებურებანი". მასში განხილულია აჭარულის ძირითადი ფონეტიკურ-მორფოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური თავისებურებანი. ნაშრომს დართული აქვს დიდძალი ენობრივი მასალა. მას ეკუთვნის აჭარული დიალექტის კილოკაური დიფერენციაციის პირველი ცდა. ავტორი აჭარულს ყოფს ორ შტოდ - მთისა და ბარის აჭარულად, ანუ ქობულურად. მთის აჭარულში შეიტანა მდ. აჭარისწყლის ხეობის (ხულო-შუახევის, ქედისა და, ნაწილობრივ, ბათუმის რაიონების) მეტყველება, ხოლო ბარის აჭარულში - ქობულეთისა და ბათუმის (ახლანდელი ხელვაჩაურის) რაიონებისა. ტოპონიმიკის, ეტიმოლოგიისა და სხვ. საკითხებს ეხება მისი სტატიები: "აჭარულ გეოგრაფიულ სახელთა შედგენილობისათვის", "ერთი ქართული ტერმინისათვის თურქულში (თავანი)", "აჭარული დიალექტის მიმართება მესხურთან". მისი დიალექტოლოგიური მუშაობა მჭიდროდ უკავშირდება ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ კვლევა-ძიებას. მას გამოქვეყნებული აქვს "აჭარის ხალხური სიტყვიერება" (წიგნი I, ბათუმი, 1936; წიგნი II, ბათუმი, 1940), "აჭარული ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის მასალები" (თბილისი, 1967), "ეთნოგრაფიული ნარკვევები აჭარელთა ყოფა-ცხოვრებიდან" (თბილისი, 1935). მასვე ეკუთვნის წერილები მუსიკალური ფოლკლორის ცალკეულ საკითხებზე: "სამუსიკო საკრავები აჭარულში", "აჭარული ნადური სიმღერების ოთხხმიანობის თავისებურების შესახებ", "მასალები აჭარული მუსიკალური ფოლკლორიდან". მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა მისი ნაშრომების კრებული - "ნარკვევები და ჩანაწერები" სამ წიგნად პროფ. ი. მეგრელიძის საერთო რედაქციით (ბათუმი, 1971, 1972, 1977). დიალექტოლოგიური ხასიათის ნაშრომები თავმოყრილია მეორე წიგნში. აჭარული დიალექტის, აჭარის ზეპირსიტყვიერებისა და მუსიკალური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1940).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.347-348

Awards and Honors

  • 1966 - აჭარის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: