The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ მეტრეველი

იოსებ მეტრეველი
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით 1970 წელს.

1970-1974წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსაფელმშენსახპროექტი"-ს ქ. სოხუმის ფილიალში, საძიებო განყოფილების ინჟინერ-გეოლოგად, უფროს ინჟინერ-გეოლოგად, საინჟინრო გეოლოგიური ბრიგადის უფროსად; 1974-1977წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმპროექტი"-ს ქ. სოხუმის ფილიალის უფროსი ინჟინერ-გეოლოგი, საძიებო განყოფილების უფროსი; 1977-1979წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტთან ("სახმშენ"-თან) არსებული განყოფილების უფროსად; 1979-1984წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმპროექტის" ქ. სოხუმის ფილიალის საძიებო განყოფილების პარტიის უფროსი; 1984-1988წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური ექსპედიციის შავიზღვისპირეთის საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროს ინჟინერ-გეოლოგად; 1988-1991წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმპროექტის" ქ. სოხუმის ფილიალის საძიებო განყოფილების უფროსი; 1991-1996წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული საშენი მასალებისა და მშენინდუსტრიის პერსპექტიული განვითარების ცენტრის მთავარ სპეციალისტად; 1996-2004წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობის, პროექტირებისა და შენობა-ნაგებობათა აღდგენა-რეკონსტრუქციის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის სამსახურის უფროსი; 2005 წლიდან მუშაობს შპს "მშენაღდგენა/მ"-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ; მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკული მუშაობის პერიოდში მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა არაერთი საცხოვრებელი სახლის, სკოლის, ხიდების, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო პროექტების საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილი, სათანადო კვლევების ჩატარებით; ასევე იკვლევდა აფხაზეთის ა/რესპუბლიკის ტერიტორიაზე წონასწორობა დარღვეულ ადგილებსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლს, შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების შედგენით; ჩატარებული აქვს ქ. თბილისში და საქართველოს რეგიონებში ასაშენებელი მნიშვნელოვანი, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების სამშენებლო მოედნების (ტერიტორიების) საინჟინრო-გეოლოგიური პირობების კვლევები და სამშენებლო პროეტების საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილის კომპლექსური ექსპერტიზა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 195-196


გააზიარე: