The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჟორდანია

გიორგი ჟორდანია
Date of birth:1885
Date of death:7 December, 1937  (at 52 years)
Category:Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1905 წელს; მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - 1911 წელს.

პროფ. ა. ვორმსმა შესთავაზა, დარჩენილიყო უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად, მაგრამ იგი სამშოლოში დაბრუნდა; 1912-1914წწ. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ასწავლიდა ლათინურსა და სამართალმცოდნეობას; მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულების იურისკონსულტად, მათ შორის, თბილისის ოპერის თეატრში, დამცველთა კოლეგიის წევრად და ა.შ.; ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას; 1935 წელს საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში. იყო მოსკოვის მცირე თეატრის ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1937 წელს - მოსკოვის საავტორო უფლებათა დაცვის საზოგადოების თანამშრომელი. 1937 წელს დააპატიმრეს. მასალები მისი რეაბილიტაციის შესახებ ინახება მის პირად არქივში.

იგი ხანგრძლივად მუშობდა საავტორო უფლებების საკითხზე. თბილისის ოპერის თეატრში მოღვაწეობისას დიდი თეორიული ცოდნა და ფაქტობრივი მასალა დაუგროვდა, რის საფუძველზედაც დაწერა მეცნიერული გამოკვლევა "საავტორო უფლება". მეცნიერული კვლევის უნარი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გამოამჟღავნა. 1908 წელს იგი მონაწილეობდა ექსპედიციაში, რომელიც ალ. ხახანაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში სწავლობდა ქართულ ადათ-წესებს. ამ საკითხებს მან არაერთი საინტერესო მოსაზრება მიუძღვნა. ყველაზე დიდ ინტერესს იგი იჩენდა ქართული კულტურის საკითხებისადმი. 1907 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში დააარსა "ქართული კულტურის მოყვარულთა წრე"; 1912 წელს კი მისივე ინიციატივით თბილისში დაარსდა "ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება", რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში - ამ საზოგადოების მოღვაწეობით ჩაეყარა საფუძველი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ახალ ეტაპს. მას, როგორც საზოგადოების თავმჯდომარეს, ახასიათებდა კვალიფიციურობა, პასუხისმგებლობა, ენთუზიაზმი, რთულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტირების უნარი, ქართული ენისა და ლიტერატურის სანაქებო ცოდნა. აღსანიშნავია მისი ღვაწლი მოსკოვის დიდი თეატრის რეპერტუარში ოპერა "აბესალომ და ეთერის" შესატანად (1933).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.385


Share: