The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:1879  (146 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
დაკრძალვის ადგილი:ზუბალაშვილების საგვარეულო სასაფლაო, ქ. გორი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის სემინარია.

სასწავლებელში იგი გამოირჩეოდა სიბეჯითით და განსაკუთრებული ნიჭიერებით, მათემატიკური აზროვნებით, მასწავლებლები მას დიდ სამეცნიერო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა, სადაც იგი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, მაგრამ ვერ აიტანა იქაური კლიმატი, ტუბერკულოზით დაავადდა და ცოტა ხნის შემდეგ იქვე გარდაიცვალა. პეტერბურგიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გორში, ზუბალაშვილთა საგვარეულო სასაფლაოზე. კათოლიკე ზუბალაშვილთა სახელოვანი გვარის ბოლო თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი (პავლე ანტონის ძე ზუბალაშვილი).

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.182 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: