შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე თამაზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა სომეხთა სასულიერო სასწავლებელში. 1880 წლიდან მოღვაწეობდა თეატრში, იყო აფიშების გამავრცელებელი, სცენარიუსი (რეჟისორის თანაშემწე), ასრულებდა სხვადასხვა როლებს; სცენისმოყვარეებისაგან შეადგინა საკუთარი დასი, რომელიც სოფლებსა და ქალაქებში მართავდა ქართულ წარმოდგენებს. ალექსანდრე თამაზაშვილმა პიესად გადააკეთა "ვეფხისტყაოსანი". რომანტიულ ნიადაგზე თეატრის სარეკვიზიტოროში თავი მოიწამლა თეზაფით. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.259
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |