შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი 1983 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: სოფელ შეუბნის კლუბისა და ბიბლიოთეკის გამგედ, ლაჩთის ბიბლიოთეკის გამგედ, ონის № 2 საქალაქო ბიბლიოთეკის გამგედ; 1986 წელს დაინიშნა ონის ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად; 2007 წლიდან მუშაობს ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში დირექტორის თანამდებობაზე; 2020 წელს საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა რაჭა-ლეჩხუმის რაიონში, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დამცავი ცენტრის ხელმძღვანელად; მის მიერ, შესრულებულია, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" კალიგრაფიული ნიმუში, სკოლის რამდენიმე მეგობართან ერთად; 2020 წელს საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ აირჩია, ონის სადროშოს მეთაურის მოადგილედ; 2021 წელს არჩეულია საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის წევრად; რამდენიმე ათეული წელია, რაც მისი ლიტერატურული ნაწარმოებები იბეჭდება საქართველოს მრავალ ჟურნალ- გაზეთებში, მათ შორისაა: "ცისკარი", "ოლე", "ათინათი", "ფაზისი", "რაჭველები", "ხორნაბუჯი", "საქართველოს ბიბლიოთეკარი", "კრიალოსანი", "კანდელი", "რაეო", "ლიტერატურული გაზეთი", "ქალთა გაზეთი", "განთიადი", "ონი", "ამბროლაურის მოამბე", "მწერალთა გაზეთი" და სხვ.; მისი ლიტერატურული ნაწარმოებები, პოეტზე შექმნილი მრავალი ლექსი და პროზაული ნაწარმოებები, შესულია რამოდენიმე ათეულ სხვადასხვა კრებულებში; 2013 წლიდან არის, ლიტერატურული ალმნახის "ამერ - იმერის" თანარედაქტორი; ა. ერისთავი ავტორობით გამოცემულია შემდეგი პოეტური კრებულები: "გაზაფხული" ( 1997), "მეწამური ბილიკი" (2003), "დედაშვილობა" (2006), "ქვათა ღაღადი" (2008), "ქარმა მომიტანა ყვავილი" ( 2014), "ყვავილების აკვანი" ( 2017), "შემოდგომის მზე" (2022); მისი ლექსები შესულია რამოდენიმე ანთოლოგიაში: მათ შორისაა: პატრიოტული პოეზიის ანთოლოგია, ქართული ლიტერატურის ანთოლოგია და სხვა. არის ხალხური შემოქმედების ფესტივალის ლაურეატი, მიღებული აქვს პრეზიდენტისა და კულტურის სამინისტროს მადლობები, ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომის გამო. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |