The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მირზიკაშვილი

გიორგი მირზიკაშვილი
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს.

1968 წელს მუშაობას იწყებს საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "გიპრომეზი"-ს ქ. მაგნიტოგორსკის ფილიალში, ინჟინერ-კონსტრუქტორად; აღნიშნულ საპროექტო ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში მონაწილეობა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დამუშავებაში, როგორიც იყო მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის პირველი მარტენის რეკონსტრუქცია, კომბინატის თუნუქის საამქროს პროექტი; მისი ავტორობით დამუშავებულ იქნა კომბინატის ბლუმინგის საამქროს გადაიარაღების პროექტის სამშენებლო ნაწილი; 1971 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენში" მშენებელ ოსტატად; 1972 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამინტაჟო ტრესტ "სპეცმშენში". სადაც მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1975-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრტა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარ სამმართველოში ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოცუზრუნველყოფის სფეროს ობიექტების მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1980 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის საქმეთა მმართველობის სისტემაში, მთავარ სპეციალისტად, შემდეგ საქმეთა მმართველის მოადგილე; კურირებდა საკუთარი მშენებლობის ობიექტებს; 1995-1996წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის დეპარტამენტში საქმეთა მმართველად; 1997-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად; 2003 წელს იყო ჰოლდინგ "იმედის" დირექტორი მშენებლობის საკითხებში და ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია "იმედი"-ს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას; 2004-2006წწ. მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროგრამის მენეჯერად საქართველოს წარმომადგენლობაში, სამედიცინო დაწესებულებების (ამბულატორიების) მშენებლობის საკითხებში; 2006-2011წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი; დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი საქართველოს რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების საქმეში; ძირითადი პროფესიული საქმიანობის პარალელურად, მშობლიური რაიონის მასშტაბით ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობდა ქ. ყვარელში მოსალოდნელი ღვარცოფული მოვლენებისაგან ქალაქის დამცავი ნაგებობების მშენებლობის ორგანიზებაში; 2000-2004წწ. არჩეული იყო მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 199-201


გააზიარე: