შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მიქაშავიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დ. ჩაქვი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს. 1958-2008წწ. მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; შრომითი საქმიანობა დაიწყო რიგითი არქიტექტორის პოზიციიდან, შემდეგ იყო უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მთავარი არქიტექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტები; მათ შორის: ქ. ბრესტის დამცველ გმირ მებრძოლთა მემორიალის (1963), ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "მარჯანიშვილის მოედანი"-ს (1963), რესტორან "მარაბდა"-ს ქ. თბილისში (1968), და რესტორან "ფაცხა"-ს დ. ბიჭვინთაში (1967), ასევე ვაჟა-ფშაველას (ქ. თბილისში) და გალაქტიონ ტაბიძის (ქ. ქუთაისში) ძეგლთა კომპლექსების, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს "კუს ტბა"-ს (1980), კომკავშირულ ქალაქ "ბორის ძნელაძის" კომპლექსის, მეგობრობის მემორიალის ზუგდიდის რაიონის ს. რუხში, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შენობის ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ქ. წყალტუბოში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ქ. თბილისში (ბარნოვის, თარხნიშვილის, უზნაძის ქუჩებზე) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (ქ. თბილისში, დ. წყნეთში) და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, სადაც მის ნამუშევრებს მიენიჭა ორი სახელმწიფო პრემია, საქართველოს კომკავშირის პრემია, "საპატიო დიპლომი" და რესპუბლიკური სატენდერო კონკურსის I პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 201-202 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |