შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 1965 წელს. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1965 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1969 წლიდან ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, 1980 წლიდან განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015., გვ.419 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |