შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო თავდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ლანჩხუთის რაიონი. 1903 წლიდან დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას, ეწეოდა არალეგალურ მუშაობას, ავრცელებდა პროკლამაციებს. 1904 წლიდან მუშაობდა ქარხანაში ზეინკლად, როგორც გაფიცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე შეიპყრეს. 1905 წელს ბოლშევიკურ ფრთას შეუერთდა, 1910 წლამდე ავრცელებდა გაზეთებს "მოგზაური", "სხივი", სადაც თვითონაც ბეჭდავდა პატარ-პატარა წერილებს და ამავე დროს პარტიულ-საორგანიზაციო მუშაობასაც აწარმოებდა. 1910-1912 წლებში იყო ტფილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრი, 1910-1913 წლებში სახალხო თეატრის გამგეობის წევრი (ტფილისის კომიტეტის მიერ არალეგალური მუშაობისათვის იყო გაგზავნილი), სახალხო სახლში ლეგალური მუშაობის დროს, სახალხო სახლის სარეპეტიციო დარბაზში პარტიულ-რევოლუციური საქმეების განსახილველად ხშირად იწვევდა არალეგალურ კრებებს. 1911 წელს პირველი მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, გადასახლებულ იქნა 7 წლით, მაგრამ 6 წლის შემდეგ გაათავისუფლეს; მან საფუძველი ჩაუყარა ტფილისის სოციალ-დემოკრატიული (ბოლშევიკური) ორგანიზაციის აღდგენას და კავშირი გააბა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ ორგანიზაციებთან. 1915 წელს საპირველმაისო პროკლამაციების გავრცელების გამო, მთავრობამ ტფილისის კომიტეტი მთლიანად დააპატიმრა, პროვოკატორად და გამცემად სერგო თავდიშვილს თვლიდნენ, რაც შემდეგ არ დადასტურდა. 1918 წელს მონაწილეობას იღებდა დუშეთის მაზრის ამბოხებაში, ოკუპაციის შემდეგ დანიშნეს სიღნაღის რევოლუციური კომიტეტის წევრად. პარტიული მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.254
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |