შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯაკომო დი სტეფანო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნეაპოლი (იტალია). თეატინელი მისიონერი. მამა დონ ჯაკომო დი სტეფანო საქართველოში ჩამოვიდა 1628 წლის 14 დეკემბერს მისიონის პრეფექტ დონ პიეტრო ავიტაბილესთან ერთად და აქ მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. ისინი იყვნენ პირველი თეატინელი მისიონერები საქართველოში. გორში ჩამოსვლისთანავე თეატინელი მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ქართული ენის შესწავლას, რადგან სხვაგვარად მისიონერულ საქმიანობაში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. ოთხ თვეში უკვე ესმოდათ ენა და შეეძლოთ ექადაგათ ქართულად კათოლიკური სარწმუნოების დოგმატები. სხვა მისიონერებთან შედარებით (დონ პიეტრო ავიტაბილე, დონ არქანჯელო ლამბერტი, დონ ჯოზეფო ჯუდიჩე) მან ქართული ენა სწრაფად შეისწავლა, თეატინელი მისიონერების მიერ გორში დააარსებულ სასულიერო სასწავლებელში იგი მოწაფეებს ასწავლიდა ქართულ, ლათინურ და იტალიურ ენებზე. ავტორიტეტული თეატინელი მისიონერის დონ ჯუსტო პრატოს მოწმობით, მას შეუდგენია იტალიურ-ქართული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. იგი განკუთვნილი ყოფილა მისიონერებისათვის, რათა მათ გაადვილებოდათ ქართული ენის შესწავლა. ლექსიკონსა და გრამატიკას ჩვენამდე არ მოუღწევია. ამ მხრივ სტეფანო დი ჯაკომო, ფრანჩესკო მარია მაჯოს წინამორბედია. იგი შეიძლება ჩაითვალოს პირველ უცხოელად, რომელმაც ქართული ენის გრამატიკა შეადგინა. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.443
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |