The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თაზიშვილი

გიორგი თაზიშვილი
Other name:მტკვრისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:5 January, 1885
Date of death:31 October, 1924  (at 39 years)
Burial location:სოფელი გომი, დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტი
Category:Playwright, Translator, Actor/Actress, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, (ყოფილი გორის მაზრა) დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა გორის საქალაქო ოთხკლასიანი სასწავლებელი. სასცენო განათლება მიიღო კარგარეთელის, დარიალოვისა და ნელიდოვის ხელმძღვანელობით, სწავლობდა ასევე გიორგი ჯაბადარის დრამატულ სტუდიაშიც, იყო მუსიკოსთა გუნდის ლოტბარი. 1904 წელს მონაწილეობდა რუსულ დრამატულ დასში, 1907-1910 წლებში ირიცხებოდა ვერისა და ავჭალის თეატრების დასში. 1910-1914 წლებში ხელმძღვანელობდა გორის მაზრაში დასს, 1917-1924 წლებში მუშაობდა თბილისის სახალხო სახლში. 1924 წელს მიიწვიეს ნაძალადევის (პლეხანოვის) მუშათა თეატრის რეჟისორად, სადაც დადგა ა. ლუნაჩარსკის პიესა "მეფის დალაქი", (მეფის როლს ასრულებდა). შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიგო ("მსხვერპლი"), ვახტანგი ("ელეონორა"), გიორგი სააკაძე ("უგვირგვინო მეფენი"), როსტომი ("ნიღაბქვეშ"), ვახმისტრი ("სამხედრო ბანაკში"), მეფე ("მეფის დალაქი"), ოთარ ბეგი ("ღალატი"), სტალინსკი ("ცოდვა"), ჰარონ ("ისმინე, ისრაელ!"), გრუბერი ("კატასტროფა"), სპარტაკი ("სპარტაკი"), რომელიც პირველად მისი მონაწილეობით დაიდგა სახალხო სახლში 1924 წლის 11 მაისს. გიორგი თაზიშვილის უშუალო მონაწილეობით სოფელ მეტეხში შეკეთდა სკოლის შენობა, დაარსდა სამკითხველო, რომელიც მის მიერ გამართული წარმოდგენების შემოსავლით არსებობდა; გარდა ამისა შიმშილობის დროს სურსათით ეხმარებოდა გაჭირვებულ მოსახლეობას. 1916 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში მთავარ მოლარედ. გიორგი თაზიშვილს დაწერილი აქვს პიესა "Трагедия детской души" (ერთმოქმედებიანი პიესა დაიდგა რუსულ ენაზე გორის სასწავლებელში), წერდა თეატრალურ რეცენზიებსაც, თარგმნილი აქვს პიესები: მ. დეგრაციოს "კატასტროფა ანუ მაღაროში მომუშავენი" (სოციალური დრამა ოთხმოქმედებად წარმოდგენილ იქნა სახალხო სახლში 1920 წლის 2 ნოემბერს), ფრაპინის "ზნეობრიობის დამცველნი", შილერის "ვერაგობა და სიყვარული", "ქალი ქუჩიდან" (დაიდგა სახალხო სახლში 1922 წელს), "საპყრობილე" და სხვ. ქველმოქმედი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.255


Share: