The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კევინ ტუიტი

კევინ ტუიტი
Date of birth:3 March, 1954  (70 years)
Category:Ethnologist, Linguist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: საუთ-ბენდი, აშშ.

ამერიკელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი და ეთნოლოგი. პროფესორი. ქართულ ენას სწავლობდა ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში პროფესორ ჰ. ი. არონსონთან, შემდეგ - 1985-1986წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 1988 წელს. მუშაობს მონრეალის უნივერსიტეტში (კანადა), ანთროპოლოგიის განყოფილებაში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "Kartvelian Morphosyntax. Number Agreement and Morphosyntactic Orientation in the South Caucasian Languages" (ქართველური მორფოსინტაქსი. შეთანხმება რიცხვში და მორფოსინტაქსური ორიენტაცია სამხრეთკავკასიურ ენებში), LINCOM Europa. München, 1998. 1980-იანი წლებიდან ინტენსიურად აქვეყნებს სტატიებს ქართველურ ენათა გრამატიკის საკითხებზე, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია "ირიბი გარდამავალი ზმნები ქართულში", 1987; "ქართული -ყე-ს გეოგრაფია", 1989; "პრეფიქსი ხ ძველ (ადრინდელ) ქართულში" 1990; "რიცხვის კატეგორია საერთო-ქართველურში", 1992; "სვანური ატელიკური ზმნების აორისტი და ფსევდო-აორისტი", 1994; "პარადიგმების აღდგენა ქართულში", 1996; "სვანური ენა", 1997; "შენიშვნა სვანურ ზმნაზე", 1998; "დეპონენსური ზმნები ქართულში", 2002; "ქართველური სერიების ნიშნები", 2003. ავტორია საენციკლოპედიო სტატიისა: "Early Georgian (ძველი ადრეული ქართული), წიგნში: The Cambridge Encyclopaedia of the World, s Ancient Languages (ed. by Roger D. Woodward, CUP (Cambridge University Press), გვ. 967-987. ამასთანავე იგი ნაყოფიერ მუშაობას ეწევა ქართული ხალხური პოეზიის პოპულარიზაციაში: მან თარგმნა და გამოსცა ანთოლოგია, რომელშიც შესულია 70-მდე ნიმუში ქართული ტექსტის ინგლისური ტრანსლიტერაციითურთ - "An Anthology of Georgian Folk Poetry" (ქართული ხალხური პოეზიის ანთოლოგია) (I გამოც. 1994, II-2005).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.461-462

Bibliography


Share: