The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჯაფარიძე

დავით ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 2000  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვირიკე, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1960 წელს; მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი სპეციალობით საავტომობილო ტრანსპორტის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1971 წელს; ასპირანტურა 1977 წელს.

1960 წელს სოფელ კვირიკეს ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი; 1963-1965წწ. ქობულეთის პირველი სკოლის მასწავლებელი; 1966-1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი ტექნიკოსი; 1970-1977წწ. ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1977-1991წწ. ცეკავშირის სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი; 1991-1994წწ. ცეკავშირის ფირმა პრომეთეს გენერალური დირექტორი; 1994 წელს ცეკავშირის ვაჭრობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1999წწ. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1999წ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015., გვ.421

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", თავმჯდომარე (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1995-1997)

გააზიარე: