The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ზუბალაშვილი

Date of birth:1876
Date of death:1937  (at 61 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

ოჯახური ტრადიციით მიიღო კარგი განათლება, იუნკერთა სასწავლებელის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს რუსეთში, სადაც წლების მანძილზე მსახურობდა მეფის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, აქ გამოჩენილი მამაცობისათვის მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსანდრე ზუბალაშვილმა თავი დაანება სამხედრო სამსახურს, ჩამოვიდა საქართველოში, დამკვიდრდა გორში და ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას. იგი პირადად განაგებდა მათი ოჯახის კუთვნილ წყლის წისქვილს, გატაცებული იყო ცხენების მოვლა-მოშენებითაც. 1924 წლის ცნობილი აჯანყების დროს ალექსანდრე, როგორც მეფის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, დააპატიმრეს. მართალია, იმხანად გადაურჩა დახვრეტას, მაგრამ 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და ყაზახეთში ყარაგანდის მახლობლად მდებარე ბანაკში გადაასახლეს, სადაც ტიფით დაავადდა და მალე (დაახლოებით 1937 ან 1938) გარდაიცვალა (ოჯახს ეს ინფორმაცია შეატყობინა იქაურმა მღვდელმა, რომლის ხელშიც სული დალია ავადმყოფმა). ალექსანდრე ანტონის ძე ზუბალაშვილი, ზუბალაშვილების შთამომავალი.

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.181 (dspace.nplg.gov.ge)


Share: