Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე მორბედაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1981 წელს. 1981-2001წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" წამყვან სპეციალისტად; 2001-2003წწ. ქ. თბილისის მერიის დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2003-2014წწ. იყო შპს "არქიტექტურა, კონსტრუქციები"-ს წამყვანი არქიტექტორი და დამფუძნებელი; 2008-2014წწ. ინდმეწარმე "კონსტანტინე მორბედაძე"-ს ხელმძღვანელი და ეწეოდა კერზო სამეწარმეო საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით; ავტორია 60-მდე ინდივიდუალური პროექტის; რეალიზებული პროექტებიდან აღსანიშნავია: სიონის საკათედრო ტაძრის მთავარი კენკელი, საცხოვრებელი კომპლექსი იყალთოს მთაზე ქ. თბილისში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლი (ინტერიერები) ქ. გაგრაში, სასტუმრო "ვერე პალასი", საცხოვრებელი სახლი ქეთევან წამებულის გამზირზე, "ნავთობკორპორაციის" შენობის რეკონსტრუქცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის რეკონსტრუქცია, დედა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფ. ხვანჭკარაში, საცხოვრებელი სახლი შატბერაშვილის ქუჩაზე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ი. ჭავჭავაძის გამზირზე, სასტუმრო კომპლექსი "დიდველი" დ. ბაკურიანში, საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსი ქეთევან წამებულის გამზირზე, საცურაო აუზი და საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში და სხვა; მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და არქიტექტურულ კონკურსებში; მისმა სადიპლომო ნაშრომმა "მთაწმინდის პლატოს რეკონსტრუქცია და განაშენიანება", მოიპოვა პირველი პრემია, არქიტექტურული სკოლების სადიპლომო პროექტების საკავშირო დათვალიერებაზე ქ. ირკუტსკში, სამების საკათედრო ტაძრის პროექტების კონკურსში მისმა ნაშრომმა მიიღო მეორე პრემია, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების კონკურსში კი პირველი პრემია დაიმსახურა; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული იმერეთის რეგიონში, მიწისძვრისგან დაზარალებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების პროექტირებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 203-204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |