შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ თარხან-მოურავი![]()
ბიოგრაფიაგრიგოლ თარხან-მოურავი საქართველოს ეროვნულ საკითხს ეკონომიკური მიმართულებით განიხილავდა, ხოლო მის მომავალ საზოგადოებრივ წყობილებას მეცნიერული თვალსაზრისით არკვევდა; ეხებოდა შრომის საკითხებს კაპიტალიზმის წინააღმდეგ, მოითხოვდა სხვადასხვა ასოციაციების შექმნას და სხვ. გრიგოლ თარხან-მოურავის ნაწარმოებების შინაარსია: 1) საქართველოს 1860-1870 წლების საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი აგებულებისა და კაპიტალისტური წყობილების კრიტიკა, 2)კოლექტიური მეურნეობის (სამეურნეო ასოციაციების) განვითარება, 3) ეროვნული საკითხი ეკონომიკური თვალსაზრისით, 4) მუშათა შრომის საკითხი და სხვ. გრიგოლ თარხან-მოურავი ეკუთვნის 1860-1870-იანი წლების მოწინავე ქართველ მოღვაწეთა (მ. ქიქოძე, ნ. ნიკოლაძე და სხვ.) ჯგუფს. პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა გაზეთ "დროებაში", ჟურნალ "მნათობში"; ცენზურა ხშირად ამ მასალებს შეკვეცილი და დამახინჯებული ფორმით აწვდიდა მკითხელებს. პუბლიცისტ-ეკონომისტი, ასოციაციების შექმნის იდეის მქადაგებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.264
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |