The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მოწონელიძე

ზურაბ მოწონელიძე
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1941  (83 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1960 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1969 წელს.

მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მხატვარ-დეკორატორად; 1961-1963წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1963-1964წწ. მუშაობდა გაერთიანება "ცეკავშირი"-ს საპროექტო ინსტიტუტში ტექნიკოსად; 1969-1979წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1979-1985წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის მთავარ არქიტექტორად; 1985-1990წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "სოლანის" მთავარი ინჟინერი; 1990-1995წწ. იმავე გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1995-2005წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტოს ეროვნული საჯარო რეესტრის სამსახურის უფროს სპეციალისტად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა არაერთი სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობისპროექტი, მათ შორის: სასტუმრო "მელოდიას" ქ. ქობულეთში. ქ. ბათუმის სასტუმრო "ინტურისტისა" და ქ. სოხუმის სასტუმრო "აფხაზეთის" ინტერიერები, ტურისტული კომპლექსის 1000 ადგილზე ქ. გაგრაში (პროექტი), სასტუმროს ქ. ცხინვალში, "კინოს სახლის" რეკონსტრუქციის ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის ძეგლის ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქ. თბილისში (მოქანდაკე გ. ბერძენიშვილი), "ნავთობკორპორაციის" შენობის, კახეთის გზატკეცილზე ქ. თბილისში; ასევე, "1937 წ. რეპრესირებული მწერლების მემორიალი"-ს მთაწმინდაზე (არქიტექტურული ნაწილი), მსოფლიო ჩემპიონატის ჭადრაკში "მაია ჩიბურდანიძე - ნანა იოსელიანი"- ფესტივალის "ვაზის ყვავილობა" ქ. თელავში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შენობა სოფ. ჭრებალოში და სხვა გაფორმებით; მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 204-205


გააზიარე: