შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თედორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბჟოლიეთი, (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1915 წელს, შემდეგ სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1918 წელს შეიპყრეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ შემთხვევით გადაარჩინეს. 1919 წელს დაბრუნდა საქართველოში, ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 1920 წელს, ქუთაისის გაზეთ "სოციალ-დემოკრატების" თებერვლის ნომრებში გამოაქვეყნა ოთხი ფელეტონი "ხელოვნება და დემოკრატია". 1922-1924 წლებში სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე და 1925 წელს, საქართველოს ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის დავალებით, ექიმად წავიდა ფშავ-ხევსურეთში, სადაც 1931 წლამდე მუშაობდა. 1934 წლიდან იყო სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების პოლიკლინიკის გამგე, ამავე დროს თანამშრომლობდა გაზეთებთან. დაწერა მონოგრაფია: "ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში" (ტფილისი 1930), იგივე რუსულ ენაზე - "Пять лет в Пшавии и Хевсуретии" - Тб., 1941. მეორე წიგნი ქართულად გამოვიდა ამავე სათაურით 1939 წელს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.287; გიორგი თედორაძე / გაზ. ლიტერატურა და ხელოვნება.-თბ.,1944.-4გვ.; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.52 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |