The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოე თევზაძე

Date of birth:1892
Date of death:18 July, 1943  (at 51 years)
Category:Inventor, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი.

1930 წელს დაინიშნა ქუთაისის საგრენაჟო ქარხნის დირექტორად. მუშაობდა აბრეშუმის გრენის მაღალხარისხოვნად დამზადებისათვის; საგრენაჟო ქარხნებში არსებული პრიმიტიული ინვენტარის რეკონსტრუქციისათვის, რაც საჭირო და აუცილებელი იყო ჰიბრიდული გრენის ფართოდ გასავრცელებლად. გამოიგონა სპეციალური ინვენტარი ჰიბრიდული თესლის დასამზადებლად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო უფრო მაღალხარისხოვანი აბრეშუმის თესლის დამზადება. გამომგონებლობისა და საფეიქრო მრეწველობაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ვერცხლის მედლით და წარჩინებულის ნიშნით. ნოე თევზაძის გამოგონება მეაბრეშუმების დარგში აღიარებულია ფართო მნიშვნელობის გამოგონებად და ცნობილია "თევზაძის სისტემის" სახელით. მეაბრეშუმეობის დარგის დამსახურებული მუშაკი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.291


Share: