შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვირიკე, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა სვერდლოვსკის იურიდიული ინსტიტუტი 1975 წელს. მუშაობდა პროკურატურის სისტემაში ხელმძღვანელ თანანამდებობებზე: 1970 წელს სვერდლოვსკის შინაგან საქმეთა სამმართველო; 1975-1978წწ. სვერდლოვსკის იურიდიული ინსტიტუტის იურისტ-სოციოლოგი, პედაგოგი; 1979-1980წწ. ქედის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1982-1983წწ. ქედის პროკურატურის პროკურორი; 1983-1986წწ. ქობულეთის რაიონის პროკურატურის პროკურორი; 1986-1993წწ. ქობულეთის რაიონის სახალხო სასამართლოს თავმჯდომარე; 1993-1994წწ. ქობულეთის რაიონის პროკურატურის პროკურორი; 1994-1995წწ. აჭარის პროკურატურის პროკურორი; 1995-1996წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;1996-1999წწ. აჭარის პროკურატურის პროკურორი; 1999-2004წწ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.423; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.153 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |