The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ მხეიძე

ომარ მხეიძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1966 წელს.

1966-1969წწ. მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე ასისტენტად; 1969-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, უწყვეტ ტანთა მექანიკის გამოყენებითი ამოცანების განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად; 1978 წლიდან კვლავ მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე; 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1985-1989წწ. სსრკ განათლების სამინისტროს მიერ სამუშაოდ მივლინებული იყო საზღვარგარეთ, ადენის უნივერსიტეტში (იემენის რესპუბლიკა), სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1989-2016წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე პედაგოგ-დოცენტად; 2016-2018წწ. იყო ამავე კათედრის პროფესორი; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 207


გააზიარე: