Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ მხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1966 წელს. 1966-1969წწ. მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე ასისტენტად; 1969-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, უწყვეტ ტანთა მექანიკის გამოყენებითი ამოცანების განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად; 1978 წლიდან კვლავ მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე; 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1985-1989წწ. სსრკ განათლების სამინისტროს მიერ სამუშაოდ მივლინებული იყო საზღვარგარეთ, ადენის უნივერსიტეტში (იემენის რესპუბლიკა), სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1989-2016წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე პედაგოგ-დოცენტად; 2016-2018წწ. იყო ამავე კათედრის პროფესორი; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 207
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |