The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ჯაყელი

ჯემალ ჯაყელი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:3 აგვისტო, 2020  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვაშტა, ქედის რაიონი.

დაამთავრა ქედის პედაგოგიური სასწავლებელი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფილოლოგიის სპეციალობით; მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ, აჭარის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორად, გამომცემლობა "აჭარის" დირექტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად, იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი, აჭარის პარლამენტის სენატორი. ავტორია წიგნებისა: "სიჭაბუკე" (1957), "ჩანჩქერები" (1962), "აღმართი მარადიული მშვენიერებისა" (1971), "ლექსები" (1973), "სფინქსი სიბრძნისა" (1977), "რჩეული" (1978), "ნიმფა" (1981), "მზისა და წვიმის სერენადა" (1988),  მობრძანდება, ადამ" (1990), "სამტომეული" (1994), "რჩეული" (1997), "მუჰაჯირი" (1997), "თუ იგრძნო წამი" (1998), "ერთტომეული" (2003), "მაცდუნე, ევა" (2011) და სხვ.

წყარო: კვირა - მედიაჰოლდინგი: kvira.geსაინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.106

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ფრიტიოფ ნანსენის სახელობის მშვიდობის საერთაშორისო პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: