Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ნამგალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვაცხუთი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1963 წელს. 1959-1963წწ. ინსტიტუტში სწავლის პარალელურად მუშაობდა სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მუშად, გვირაბგამყვანად, ელექტროზეინკლად; 1963 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სახელშეკრულებლო თემის ლაბორანტად; 1965 წლიდან იყო №9 კათედრის დარგობრივი ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1968 წლიდან უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1973-1985წწ. არჩეულ იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანებული პროგრამის თავმჯდომარის მოადგილედ და ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილის საწარმოში განყოფილების გამგის მოადგილედ; 1994 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მინიჭებული აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის მექანიზმების თეორიასა და მანქანათა ნაწილებში, 1 ნაშრომის ტექნიკის ისტორიაში და 1 გამოგონების. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 208-209 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |