The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე ქართველიშვილი

Date of birth:1772
Date of death:1816  (at 44 years)
Category:Educator, Public Man, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფხვენისი.

1784 წელს სასწავლებლად მიაბარეს კალოუბნის ეკლესიაში; 1788 წელს სიონის ტაძარში მთავარ-დიაკვნად აკურთხეს, 1792 წელს მღვდლად ეკურთხა; 1790-იან წლებში ფიზიკისა და ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. გრამატიკას ასწავლიდა ვარლამ ერისთავი. მალე იგი, როგორც ფრიად განსწავლული პიროვნება, იულონ ბატონიშვილმა თავის ძეთა აღმზრდელად მოიწვია. 1804 წლიდან მან თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. სასწავლებელში მუშობის დროს (1809) მან შეადგინა ქართული ენის გრამატიკა - "ქართული ღრამმატიკა შეთხზული ტფილისის საკეთილშობილო სასწავლებლის მოძღვრის პროტოპოპის იოანე ქართველიშვილისაგან სახმარად მისივე სასწავლებელსა. 1809 წ. ტფილისი". სახელმძღვანელოს შექმნის საბაბად ავტორი ასახელებს ანტონ I-ის გრამატიკის სირთულეს. 1815 წელს თბილისში დაიბეჭდა ქართველიშვილის ხელნაწერი გრამატიკისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული "ქართული ღრამმატიკა", რომლის მეორე გამოცემა (მოსკოვი, 1825) არსებითად არ განსხვავდება პირველისაგან. იმის მიუხედავად, რომ თავის გრამატიკაში იგი ძირითადად ემყარება ანტონ I-ისა და გაიოზ რექტორის გრამატიკებს, მან მაინც მოახერხა საკუთარი სიტყვის თქმა. ამასთანავე, XVIII-XIXსს. ქართულ გრამატიკებს შორის ქართველიშვილის გრამატიკა გამოირჩევა თავისი სიმარტივითა და დახვეწილობით, მასალის სისტემატიზაციით, სხარტი და გასაგები განმარტებებით. საზოგადო მოღვაწე და ქართული კულტურის მოამაგე. ეწეოდა პედაგოგიურ-ლიტერატურულ მოღვაწეობას, მთარგმნელობით მუშაობას. განსაკუთრევით ფასეულია მისი მემუარები, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია და საყურადღებო ცნობებს შეიცავს XVIII საუკუნის საქართველოს საზოგდოებრივი ცხოვრების შესახებ. 

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.496

Bibliography


Share: