Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როგნედა ღამბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1943 წელს; ასპირანტურა - 1946 წელს. 1946-1953წწ. მუშაობდა პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ - ქართული ენის კათედრის გამგედ; 1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას; 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1988 წელს - სადოქტორო დისერტაცია. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: ერთია ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა, მეორე - ქართული დიალექტოლოგიის საკითხების კვლევა. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სხვადასხვა სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავება-დახვეწის საქმეში. 40 წლის მანძილზე მისი ხელმძღვანელობით და რედაქტორობით შეიქმნა და დაიბეჭდა 35 სამეცნიერო ტერმინოლოგია: ტექნიკური, სოფლის მეურნეობის, ფიზიკის, იურიდიული, გეოგრაფიის, ქიმიის, მეტალურგიის, მართვის ავტომატიზებული სისტემების, რადიოელექტრონიკისა და მრავალი სხვა. ცალკე უნდა აღინიშნოს მისი გამოკვლევები სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიულ პრობლემებზე, მისი მონაწილეობა საერთაშორისო თუ რეგიონალურ თათბირებზე, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. როგნედა ღამბაშიძის თეორიული კვლევის შედეგები შეჯამებულია მონოგრაფიაში "ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები" (1986). განსაკუთრებულია მისი დამსახურება ქართული ენის ინგილოური დიალექტის შესწავლის საქმეში, რისი ღირსეული დაგვრიგვინებაც მისი "ქართული ენის ინგილოური ლექსიკონი" (1988) იყო. მასვე ეკუთვნის ორიგინალური სახელმძღვანელო "ქართული ენის თვითმსაწავლებელი". სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.529-530; ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |