| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ნემსიწვერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტვიში, ცაგერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1975წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1976-1978წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსპეცმშენი"-ს უფროსი ინჟინერი; 1978-1982წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1982-1984წწ. იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო სამმართველო "ინჟმშენის" სამუშაოთა მწარმოებელი; 1984-1986წწ. ამავე საქალაქო საბჭოს აღმასკომის საწარმოო ტრესტ "წყალკანალის" უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი); 1985-1987წწ. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული №1 საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1987-1993წწ. იყო ამავე ტრესტის მმართველი; 1993-1996წწ. სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, №6 სამშენებლო ტრესტის №125 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1996-2006წწ. იყო სამშენებლო ფირმა "ვიტმა- რემსერვისის" მთავარი ინჟინერი; 2006-2016წწ. მუშაობდა სამშენებლო ფირმა "მინსკაია-2"-ის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2012 წლიდან მუშაობს შპს "ბკ კაპიტალსა" და შპს "ბკ კონსტრაქშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 210-211
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

