შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ნეფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალობით 1973 წელს. 1973-1974წწ. მუშაოდა საქართველოს კომპარტიის საჩხერის რაიკომის ინსტრუქტორად; 1974-1978წწ. იყო საყალიბე ქვიშების მოპოვებითი სამმართველოს დირექტორი; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს სამშენებლო მასალათა სამინისტროს დარკვეთის საშენ მასალათა საწარმოო გაერთიანების დირექტორად, სადაც იმუშავა 1981 წლამდე; 1981-1982წწ. იყო ბაჯითის მშენებარე კარიერის დირექტორი; 1982 წელს არჩეულ იქნა საჩხერის რაისაბჭოს დეპუტატად და დაინიშნა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ იყო რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1990 წლამდე მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; 1990-1991წწ. იყო საქართველოს კომპარტიის საჩხერის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; 1993-1998წწ. მუშაობდა საჩხერის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ; 1998 წლიდან შპს "საყალიბე ქვიშების" დირექტორია; მრავალწლიანი შრომითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის, ასევე საჩხერის რაიონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია საუწყებო ჯილდოებით; მინიჭებული აქვს საჩხერის რაიონის "საპატიო მოქალაქის" წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 211 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |