შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჯორჯიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯორჯიაშვილი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა საქართელოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1966-1974წწ. საქართველოს კომპარტიის თეთრი წყაროს რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, საერთო განყოფილების გამგე; 1977-1981წწ. სახალხო კონტროლის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე; 1982-1990 წწ. თეთრი წყაროს მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1990 წლიდან საქართველოს კომუნისტური პარტიის თეთრი წყაროს რაიკომის პირველი მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: მაჟრიტარული, მაჟორიტარი, თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქიდა; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.429 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |