The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ შამელაშვილი

რაფიელ შამელაშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1922
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1994  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1950 წელს; 1955-1958წწ. ასპირნტურის კურსი გაიარა საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

1950-1955წწ. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ახალციხის რაიონსა და ქუთაისში, სასკოლო ინსპექტორი ქუთაისის ოლქის განათლების განყოფილებაში; 1959-1963წწ. - ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი; 1963-1972წწ. - დოცენტი; 1973-1994წწ. - ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ქართული ენის სტრუქტურის, ლექსიკოლოგიის, მწერლის ენის, ქართული ენის ტოპონიმიკის, ონომასტიკის, ტერმინოლოგიის, მეტყველების კულტურის, ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებს. ჟურნალ-გაზეთბში გამოქვეყნებული აქვს 1500-ზე მეტი სტატია, რეცენზია, ავტორია 19 მონოგრაფიისა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.538

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: