The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოე თოთიბაძე

ნოე თოთიბაძე
Date of birth:15 August, 1878
Date of death:1921  (at 42 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ მოდინახე, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის დაწყებითი სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა თბილისის საფერშლო სასწავლებელში, საიდანაც გაფიცვაში მონაწილეობის გამო გარიცხეს.

თბილისში ხელმძღვანელობდა არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ წრეებსა და მიტინგებს; გამოდიოდა სიტყვით, ავრცელებდა რევოლუციურ ლიტერატურას. ნოე თოთიბაძის წინადადებით გამოვიდა ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი ე. ერკმან-შატრიანის "გლეხი კაცის ისტორია" (1910), მან 5000 ცალი გაავრცელა მუშებსა და გლეხებში. რევოლუციური მოღვაწეობის გამო, 1910 წელს მეფის მთავრობამ როსტოვში გადაასახლა. ნოე თოთიბაძე მოხსენიებულია ეგნატე ნინოშვილის მოგონებებში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ხელმძღვანელობდა რკინიგზის ლიანდაგებისა და გვირაბების მშენებლობას. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.308


Share: