The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ შანშოვანი

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Translator, Humanitarian

Biography

XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი გრამატიკოსი, ქართულად დაწერილი ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი.

მისი "მოკლე ღრამმატიკა ქართულისა ენისა, ქმნული ზურაბ შანშოვანისაგან 1737 წელსა" ა. ცაგარელმა გამოსცა 1881 წელს. ავტორის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ, რომ ის თბილისელი სომეხი იყო და ვახტანგ IV-ის ამალასთან ერთად ემიგრაციაში იმყოფებოდა რუსეთში. გრამატიკა მას ვახტანგის დავალებით დაუწერია. მისი ნაშრომი იყო ფილოლოგიური ხასიათისა, რომელსაც ეტყობოდა უცხოური ენების გრამატიკის გავლენა. მან შენიშნა ქართული ენის ზოგიერთი თავისუბურება, მაგალითად ზმნის ცვლა სუბიექტისა და ობიექტის პირის მიხედვით. შეუმჩნეველი დარჩა ზოგიერთი არსებითი ხასიათის მოვლენა, მაგალითად მოთხრობითი ბრუნვა. შანშოვანის მიერ გამოყენებული ტერმინები "ზმნა", "სახელი", "მყოფადი", დღესაც იხმარება. მას ასევე ეკუთვნის რამდენიმე ფილოსოფიური თხზულების თარგმანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.684; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.540-541


Share: