Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ომიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იანეთი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, გზათა მიმოსვლის ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1967წწ. მუშაობდა თბილისის №3 ღვინის ქარხნის მშენებლობის მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1972წწ. "თბილმშენის" №3 ტრესტის სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1972-1975წწ. თბილისის "დინამოს" სტადიონისა და თბილისის ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის უბნის უფროსად; 1975 წლიდან იყო "საქჰიდროენერგომშენის" ტრესტის ენგურჰესის მშენებლობის სამოქალაქო და საბინაო სამმართველოს უფროსი; ჰქონდა მიღებული უშუალო მონაწილეობა ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. სოხუმსა და სხვა დასახლებებში მრავალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ენგურჰესის მუშა-მოსამსახურეებისათვის. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 214 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |