The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუნუ ოტიაშვილი

ნუნუ ოტიაშვილი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს №9 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1985 წელს №9 სამშენებლო სამმართველო გადაცემულ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №14 სამშენებლო ტრესტის შემადგენლობაში და ის დაინიშნა ტრესტის სახარჯთაღრიცხვო სახელშეკრულებო განყოფილების უფროსად; №14 სამშენებლო ტრესტი კვლავ რეორგანიზებულ იქნა №5 სახლმშენებელ კომბინატად და ის ინიშნება კომბინატის უფროსის მოადგილედ ეკონომიკურ საკითხებში. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 1993 წლამდე; 1993 წლიდან საქმიანობას ეწეოდა სამშენებლო სფეროში, კერძო სტრუქტურებში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. თბილისის განაშენიანების საქმეში, საცხოვრებელი მიკრორაიონების მშენებლობის მიმართულებით, მათ შორის: ვაჟა-ფშაველას I-VII საცხოვრებელი კვარტლების, ბახტრიონის ქუჩისა და იყალთოს მთის განაშენიანებაში; მონაწილეობდა ქ. თბილისის სპორტის სასახლის, სასტუმრო "აჭარის" და ქ. თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მშენებლობაში; აგრეთვე აქტიურად იყო ჩართული საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ქ. სლავუტიჩში, ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის შემდეგ და მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 214-215


გააზიარე: