The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლ ჰორსტ შმიდტი

კარლ ჰორსტ შმიდტი
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 2012  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დასაუ-ანჰალტი, გერმანია.

ბონის უნივერსიტეტის საენათმეცნიერო ინსტიტუტის დორექტორი, შედარებითი-ინდოევროპული ენათმეცნიერების კათედრის გამგე (1974); 1964-1966წწ. - მიუნსტერისა და 1966-1974წწ. - ბონის უნივერსიტეტების პროფესორი. სწავლობდა ქართველურ ენათმეცნიერებას ბონის უნივერსიტეტში გ. დეეტერსის ხელმძღვანელობით. მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები კავკასიურ ენებსა და კელტოლოგიის პრობლემებს ეხება. ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია ქართველურ ენათა ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მონოგრაფია "ქართველური ფუძეენის ბგერათსისტემის რეკონსტრუქციისათვის" (ვისბედენი, 1962, ქართული თარგმანი - 1964). ეს წიგნი ერთი პირველთაგანია იმ შრომათა შორის, რომლებიც ქართველურ ენათა შედარებითი-ისტორიული შესწავლის დარგში მოასწავებენ ახალი მიმართულების დაწყებას საერთო ქართველური ფუძეენის რეკონსტრუქციის პრობლემათა გათვალისწინებით. მის შრომებში სპეციალური განხივლის საგანია აგრეთვე ქართველურ და ინდოევროპულ ენათა ტიპოლოგიური შედარების პრობლემები. გერმანელი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1964). 

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.547; titus.uni-frankfurt.de


გააზიარე: