Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაურ პაპუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დ. დედოფლისწყარო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს; ქ. თბილისის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1969-1973წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1874-1986წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") უფროს მეცნიერ მუშაკად; 1986-1998წწ. ამავე ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო შენობების სეისმური ზემოქმედებისაგან დამცავი ახალი სისტემების სექტორის ხელმძღვანელად; 1980-1986წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შეთავსებით, სამშენებლო ფაკულტეტზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; კითხულობდა ლექციებს მშენებლობის ეკონომიკისა და მასალათა გამძლეობის პროგრამის შესაბამისად; 1998-2004წწ. იყო შპს "საქბინპროექტი"-ს განყოფილების გამგე; 2004-2011წწ. შპს "ივერკონტრაქტის" დირექტორი; 2011-2012წწ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად; 2012 წლიდან ეწევა კერძო სამშენებლო საქმიანობას, სხვადასხვა კერძო სტატუსის მქონე საპროექტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სახით ინჟინერ-კონსტრუქტორად და ექსპერტად; მისი მონაწილეობით დამუშავებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტი. მათ შორის: ქ. თბილისის საკონცერტო დარბაზის (კონსტრუქციული ნაწილი), საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის; აგრეთვე შესრულებული აქვს მრავალი სამრეწველო, სამოქალაქო და საკულტო ნაგებობების პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა, მათ შორის ბაგრატის ტაძრის ქ. ქუთაისში; გამოქვეყნებული აქვს 34-მდე სამეცნიერო ნაშრომი; ავტორია 10 დაპატენტებული გამოგონების; მონაწილეობა აქვს მიღებული საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის 1977 წელს ქ. ტოკიოში (იაპონია) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 216-217
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |