The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰუგო შუხარდტი

ჰუგო შუხარდტი
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1842
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1927  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გოთა (გერმანია).

ავსტრიელი ენათმეცნიერი. 1873 წლიდან ჰალესა და 1876-1900წწ. გრაცის უნივერსიტეტების პროფესორი. მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერების და რომანული ფილოლოგიის პრობლემებზე; იკვლევდა აგრეთვე ბასკურ, კავკასიურ, სემიტურ-ქამიტურ და სხვა ენებს. ქართულ ენას ეხება მისი ორი ნაშრომი: "ქართული ენის შესახებ" ("Über das Georgische", Wien, 1895) და "გარდამავალი ზმნის პასიური ხასიათის შესახებ კავკასიურ ენებში" ("Über den passiven Charakter des Transitivs in den kaukasischen Sprachen") - "Kais. Akademie der Wisseaschaften in Wien. Philos.-Hist.KI", Bd. 133, 1895. ქართული ენის საკითხებზე მსჯელობისას იგი საკმაო სისრულით ითვალისწინებს არსებულ სპეციალურ ლიტერატურას, მაგრამ, ამასთანავე, დიდ სიფრთხილეს იჩენს მათ მიმართ. იგი იძლევა ქართული ენის თავისებურებათა ღრმა ანალიზს და მიდის მეტად საყურადღებო (თუმცა, რიგ შემთხვევებში მცდარ) დასკვნებამდე. ფონეტიკაზე მსჯელობისას გარჩეულია ყრუ ხშულთა ორი წყება - "მტკიცე" (ყელხშულები) - პ ტ კ და "რბილი" (ფშინვიერები) - ფ თ ქ. ყელის ხშვა "მტკიცე" აფრიკატებთან უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე "მტკიცე" ხშულებთან. სხვა ბგერებიდან განხილულია და . აღნიშნულია, რო ქართულში არ არის წყვილბაგისმიერი,  ვერ ქმნის მარცვალს. იგი საკმაოდ დაწვრილებით ჩერდება მახვილის საკითხებზე. აღნიშნავს, რომ ქართულში არის სუსტი, ადგილმონაცვლე მახვილი, რომელიც ბოლოდან მეორე მარცვალზეა (ბედნიერი), რთულ სიტყვებში კი ორი მახვილი შეინიშნება (ყველაფერი), თუმცა ავტორი იქვე დასძენს, რომ მისი დაკვირვება შეიძლება არ იყოს ზუსტი და საჭიროა შემდგომი კვლევა. ბრუნვებთან დაკავშირებით შუხარდტი სწორად შენიშნავს, რომ ანტონ I-ის გრამატიკაში აკუზატივის ("შემასმენლობითის") ნიშნად გამოყოფილი - (გზა-გზაი, მარიამ-მარიამი...) აკუზატივს სახელობითისაგან არ განასხვავებს. იმან, ვინ ნაცვალსახელებში გამოყოფს - ბრუნვის ნიშანს, რომელიც თავდაპირველად აქტიური (მოთხრობითი) ბრუნვისა უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი სახელობითის ფუნქციით იქნა გამოყენებული. გამოყო უცნობი, ძალიან ძველი ბრუნვა, რომელსაც აქვს მოქმედებითის ან ზმნისართული მიცემითის მნიშვნელობა: ძლ-ივ-ს, სხვაფრ-ივ, მხრ-ივ (მხრ-ით) და ამ ბრუნვის ნიშნის დაუკავშირა სვანური მიცემითის -ს (მაგ., ღერბათ-ვ "ღმერთს"), რომელიც მოქმედებითის შვ ნიშანშიც გვხვდება. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ზმნას, როგორც "ენის სულს". მისი აზრით, სახელის ფლექსიაც კი გაუგებარია ზმნის გარეშე. ყურადღება გაამახვილა ზმნასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ კვლევას. მას საგულისხმო დაკვირვებები აქვს წინადადების კონსტრუქციებზე და ა.შ. განსაკუთრებით უსვამს ხაზს ქართულის, როგორც "მთავარი" ენის, შესწავლის მნიშვნელობას, ერთი მხრივ, ქართველურ ენათა კვლევის, მეორე მხრივ - ჩრდილოეთ კავკასიურ ენებსა და ბასკურთან ნათესაობის დადგენის თვალსაზრისით.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.549-550; peoplepill.com


გააზიარე: