შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ზუბალაშვილი![]()
ბიოგრაფია"დავით ივანეს ძე ზუბალაშვილი იყო განთქმული ჭკვიანი კაცი და მიღებული მთელ გორის მაზრაში... 1852 წელს გორში მობძანდა განსვენებული [იმპერატორი] ალექსანდრე II, ჯერ კიდევ მემკვიდრე. თან ახლდა ბებუთოვი და პირდაპირ გორისციხეზე აბძანდა სანახავად. იქ დახვდა დ. ზუბალაშვილი, გორელების მხრით მიესალმა და აუხსნა გორის ციხის მნიშვნელობა. დავითმა ისტორიულად კარგად იცოდა გარემოება. იმ დროებში მემკვიდრე ბძანდებოდა თავ. ალექსანდრე ერისთავ-თან... ზუბალაშვილიც, ვიდრე წაბძანდებოდა მემკვიდრე, თავადის ერისთავის სახლში იყო" (აღ. თუთაევი). დავით ივანეს ძეს გორში ჰქონდა დიდი მამულები, სოფლის მეურნეობას კარგად უძღვებოდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. გარდა ამისა, დავითი ძმების მსგავსად ეწეოდა ფართო ვაჭრობას რუსეთში, ევროპაშიც. ამ მხრივ იგი განსაკუთრებულად დაწინაურებულა XIX საუკუნის 20-იან წლებში. დავით ივანეს ძე ზუბალაშვილი იყო გამოჩენილი ვაჭარი. გორში აბრეშუმეულით, მაუდეულითა და ბამბეულით მოვაჭრე. ის იმ დროს დადიოდა სავაჭროდ ლეიფციხს, მოსკოვს, ნიჟნი ნოვგოროდში, როცა არც რკინის გზა იყო და არც ხრეშდაყრილი გზები. სამოცდა ხუთის წლისა იქნებოდა, როცა კიდევ თვითონ მიდიოდა სავაჭროდ" (აღ. თუთაევი). დავითის ოჯახი განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიებოდა არა მარტო გორში, არამედ თბილისსა და სხვა ქალაქებშიც. "დავითის კეთილი საქმეების შესახებ თანამედროვეთა შორის დარჩენილი ყოფილა ბევრი კარგი მოგონება" (ზ. ჭიჭინაძე). დავით ზუბალაშვილის მემკვიდრეები იყვნენ: ანტონი, ნიკოლოზი და ალექსანდრე. დავითის გარდაცვალების თარიღად ზოგ წყაროში დასახელებულია 1866 წელი, ზოგან 1862 წელი. დაკრძალულია გორში, ზუბალაშვილთა საგვარეულო ("კვერნაქის") სასაფლაოზე, სადაც ახლა ქალაქის დასახლებაა. ქველმოქმედი. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.168-171 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |