შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეონ თოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში (1916-1919) და თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (1929-1932), პარალელურად მუშაობდა ფოთის სტამბაში, ბათუმში სკოლის დარაჯად. 1922 წლიდან მუშაობდა თბილისის სამაზრო-სამხედრო კომისარიატის მდივნად, სამხედრო-საზღვაო კომისარიატის პოლიტ-მუშაკად განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილების შტაბში, თელავის მაზრის პროფსაბჭოს თავმჯდომარედ და სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად, საბჭოთა და სავაჭრო მუშაკების კავშირის პრეზიდიუმის წევრად, საქართველოს პროფკავშირთა საბჭოს პასუხისმგებელ ინსტრუქტორად, საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირების ცენტრალური გამგეობის თავმჯდომარედ, საქართველოს განსახკომის კოლეგიის წევრად, ხელოვნებისა და სამეცნიერო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივნად და საქართველოს სახელმწიფო ზოოვეტერინალური ინსტიტუტის დირექტორად. სეონ თოხაძე ცნობილი იყო, როგორც აქტიური საზოგადოებრივი მუშაკი. (სეონ თოხაძის ნეკროლოგი გამოქვეყნებულია გაზეთ "კომუნისტში", 1938.-№211.-გვ.4). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.334
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |