The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თოფურიძე

ალექსანდრე თოფურიძე
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1951  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გეჯეთი, სენაკის რაიონი.

1920 წლიდან იყო არალეგალური კომკავშირული ორგანიცაზიის წევრი. 1923 წლიდან სწავლობდა სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავე არმიაში დაიწყო მუშაობა პოლიტიკურ ნაწილში. 1903-1932 წლებში იყო აფხაზეთში ხელმძღვანელ პროფკავშირულ სამუშაოებზე, 1933-1937 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური (პოლშევიკური) პარტიის ბორჯომის რაიონულ კომიტეტში, 1937 წლიდან საქართველოს კომუნისტური (პოლშევიკური) პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში ინსტრუქტორად, გამგის მოადგილედ, შემდეგ პარტიული ორგანოების განყოფილების გამგედ. 1938 წელს აირჩიეს სსრკ პირველი მოწვევის დეპუტატად, 1939 წელს საქართველოს კომუნისტური (პოლშევიკური) პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად კადრების დარგში და ბიუროს წევრად, 1946 წლის 19 თებერვალს კი სსრკ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.329

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
    1941-1945 წლებში მთავრობის დავალებების წარმატებით შესრულებისათვის

გააზიარე: