The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ თომაშვილი

ნიკოლოზ თომაშვილი
სხვა სახელი:ნიკო თომაშვილი-შიშნიაშვილი
დაბადების თარიღი:1856
გარდაცვ. თარიღი:19 ივნისი, 1885  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1873-1878 წლებში მონაწილეობდა ქართულ წარმოდგენებში, მუშაობდა სინოდის კანცელარიაში. 1875 წლის 27 ნოებერს სპექტაკლ "პეპოში" შეასრულა გიგოლას როლი; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ხინჩლა ("ბიძასთან გამოხმაურება"), ნიკო ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1879 წლის 19 დეკემბერი). 1881-1885 წლებში მონაწილეობდა ვასო აბაშიძის ანტერპრიზაში. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს, სცენაზე გაცივდა, ანთება დაემართა და გარდაიცვალა. სცენისმოყვარული, სახალხო თეატრის მსახიობი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.316


გააზიარე: