The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ თოიძე

გრიგოლ თოიძე
სხვა სახელი:გიგო თოიძე
აფხაზი  (ფსევდონიმი)
გ. თ.  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1915  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეწარმე, მსახიობი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელოსნო სკოლის სადურგლო განყოფილება, კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვების დროს (1880-1886), ხელმძღვანელობდა ჩუღურეთისა და კუკიის ტერიტორიაზე საუბნო წარმოდგენებს (დეკორაციებს ხატავდა მისი ძმა-მოსე თოიძე), რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალ "ანკარას", მონაწილეობდა აბრამ ცქიმანაურის ხალხოსნურ წრეში;1886-1887 წლებში ნაძალადევში დააფუძნა ბიბლიოთეკა, რომელიც ორი წლის შემდეგ მთავრობამ დახურა. მუშაობდა ზეიცერის ქარხანაში, სადაც გაფიცული და განთავისუფლებული მუშებისაგან შექმნა პირველი ამხანაგობა (არტელი) და ერთობლივი საწარმო. თავის სახსრებით გამოსცა ზაქარია ჭიჭინაძის "უცხოეთის მწერლები. პრუდონი" (თბ., 1890). 1895-1896 წლებში ჩამოაყალიბა მეფრინველეობისა და ხილის გახმობა-გამოშრობის საკონსერვო ამხანაგობა "ანკარა", რომელსაც პირველმა მიაწოდა ხილის საშრობი, ყურძნის საწური, სათიბი, წიწილების გამოსაჩეკი მოწყობილობები. 1910-1911 წლებში არჩეულ იქნა თბილისის ხმოსნად (მუშა-ხელოსნებისაგან პირველი ხმოსანი), მისი ხელმძღვანელობით ჩუღურეთსა და კუკიაზე გაყვანილ იქნა კანალიზაცია და კვირაცხოვლის (ჭირიან ხევის) გვირაბი ნიაღვრის გასასვლელად, ამავე დროს მსახურობდა საადგილმამულო ბანკის ტექნიკოსად და მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადო საქმეში. 1911 წლიდან თანამშრომლობდა ივანე როსტომაშვილის ყოველდღიურ გაზეთ "სინათლესთან"; ასევე სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც ათავსებდა სტატიებს, იცავდა მშრომელთა ინტერესებს ("უცნაური პირობანი" გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1902 წელი, №1905). პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც დაჭრილთა მზრუნველი კომისიის წევრი უვლიდა დაჭრილებს, რა დროსაც სახადი შეეყარა და გარდაიცვალა. მხატვარ მოსე თოიძის ძმა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.309


გააზიარე: