The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჟღენტი

არჩილ ჟღენტი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1993  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების სპეციალობით და მიენიჭა მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაცია 1952 წელს.

1952 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს ქ. ფოთის №13 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს ინჟინრად; 1953 წელს გადაიყვანეს სიღნაღის რაიონის №1 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1954 წელს დაინიშნა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს ქ. ქუთაისის №2 ავტოსაგზაო სამსახურის მთავარ ინჟინრად; 1955 წელს გადაიყვანეს ლაგოდეხის რაიონის №16 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1957 წელს დაინიშნა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს გაგრის რაიონის №41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1959 წელს ქ. ფოთის №13 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსად; 1963 წელს დაინიშნა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს კასპის №45 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს უფროსად; 1965-1976წწ. მუშაობდა თიანეთის რაიონის №3 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, შემდეგ სამმართველოს უფროსად; 1977-1987წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს №1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1987 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს პროექტების ექსპერტიზის განყოფილებაში ექსპერტად; 1989 წელს საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით და პროექტების ექსპერტიზის განყოფილების საავტომობილო გზებისა და სატრანსპორტო საწარმოების საკვლევაძიებო და დაპროექტების სახელმწიფო ინსტიტუტისათვის გადაცემასთან დაკავშირებით, გადაყვანილ იქნა "საქსახგზატრანსპროექტის" პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტად; მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 221-222


გააზიარე: