The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თორაძე

სხვა სახელი:ის  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1885
გარდაცვ. თარიღი:1935  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭვიში, ვანის რაიონი. 

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ჟენევის უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიისა და ლიტერატურის ფაკულტეტები (1910-1914), აქვე დაუახლოვდა სინდიკალისტურ მოძრაობას. საქართველოში დაბრუნდა 1907 წელს; მუშაობდა ქართული და ფრანგული ენების მასწავლებლად ქუთაისის ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიასა და ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ლიტერატურის საკითხებზე (ბელინსკი, ბესიკი, ილია ჭავჭავაძე, მარქსისტული სოციალიზმი და სხვ.). თბილისში გადმოსვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა განათლების მუშაკთა სახლს, ასწავლიდა ამიერკავკასიის უნივერსიტეტში; 1930 წლიდან იყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1906 წელს, გამოქვეყნებული აქვს პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური ხასიათის წერილები: "რევოლუციური სინდიკალიზმი საფრანგეთში" ("ცნობის ფურცელი", 1906), "სინდიკალიზმი და მარქსიზმი" ("ისარი", 1907); "სოციალური მოტივი ილია ჭავჭავაძის პოეზიაში" ("ისარი", 1908); 1912 წლიდან მუდმივად თანამშრომლობდა ქუთაისის გაზეთ "კოლხიდაში"( "რა არის კრიტიკა?", "ეროვნება", "ილიას და აკაკის შემოქმედება"- №28, 43, 165); 1914 წლიდან კი ქუთაისის გაზეთებთან "სამშობლო" (აქ დაიბეჭდა "ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების ევოლუცია") "ჩვენი ქვეყანა" და სხვ. სინდიკალისტი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.323

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: