| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე თორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭვიში, ვანის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ჟენევის უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიისა და ლიტერატურის ფაკულტეტები (1910-1914), აქვე დაუახლოვდა სინდიკალისტურ მოძრაობას. საქართველოში დაბრუნდა 1907 წელს; მუშაობდა ქართული და ფრანგული ენების მასწავლებლად ქუთაისის ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიასა და ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ლიტერატურის საკითხებზე (ბელინსკი, ბესიკი, ილია ჭავჭავაძე, მარქსისტული სოციალიზმი და სხვ.). თბილისში გადმოსვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა განათლების მუშაკთა სახლს, ასწავლიდა ამიერკავკასიის უნივერსიტეტში; 1930 წლიდან იყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1906 წელს, გამოქვეყნებული აქვს პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური ხასიათის წერილები: "რევოლუციური სინდიკალიზმი საფრანგეთში" ("ცნობის ფურცელი", 1906), "სინდიკალიზმი და მარქსიზმი" ("ისარი", 1907); "სოციალური მოტივი ილია ჭავჭავაძის პოეზიაში" ("ისარი", 1908); 1912 წლიდან მუდმივად თანამშრომლობდა ქუთაისის გაზეთ "კოლხიდაში"( "რა არის კრიტიკა?", "ეროვნება", "ილიას და აკაკის შემოქმედება"- №28, 43, 165); 1914 წლიდან კი ქუთაისის გაზეთებთან "სამშობლო" (აქ დაიბეჭდა "ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების ევოლუცია") "ჩვენი ქვეყანა" და სხვ. სინდიკალისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.323 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

