The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:1830  (195 წლის)
გარდაცვ. თარიღი:18??
დაკრძალვის ადგილი:ზუბალაშვილთა საგვარეულო ("კვერნაქის") სასაფლაო, გორი
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი საქართველოში, ვინც დაიწყო სოფლის მეურნეობის გადაყვანა კაპიტალისტურ რელსებზე, გონიერი და ალღოიანი მეურნე კარგად აბინავებდა საკუთარი მამულებიდან მოწეულ ხილის მოსავალს, გარდა ამისა, ნაწილს ყიდულობდა ადგილობრივი გლეხებისგანაც, ახარისხებდა და აქცევდა სასაქონლო პროდუქციად, გაჰქონდა გასასყიდად, მეტწილად რუსეთში. ანტონი, თავისი საქმიანობით (სოფლის პროდუქტების გეგმაზომიერი გამოყენება-განაწილებით) ნამდვილად იყო მისაბაძი მაგალითი ქართლელი გლეხებისათვის, რომლებიც თავიანთი კერძო მეურნეობის განვითარება-გაძლიერების თვალსაზრისით მისგან ბევრ საინტერესო და სასარგებლო ცოდნასა და ჩვევებს იძენდნენ. ანტონმა ცოლად შეირთო საქართველოში კარგად ცნობილი თავადის ალექსანდრე ჩიქოვანის ასული ეკატერინე, ღირსეული პიროვნების - გიორგი ჩიქოვანის ღვიძლი და. ანტონ ზუბალაშვილი გორში ცხოვრობდა და კომერციას ეწეოდა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, მაგრამ მან მალე მოიპოვა მთელ ქართლში გონიერი კაცისა და გამჭრიახი ვაჭრის სახელი. რამდენადაც სიკეთის ქმნა ზუბალაშვილთა საგვარეულო ტრადიცია და დამახასიათებელი თვისება იყო, ამდენად არც ანტონი იყო გამონაკლისი ქველმოქმედებაში. იგი ეხმარებოდა ხელმოკლე და გაჭირვებულ ადამიანებს, მოსამსახურეებსაც აძლევდა დამატებით ფინანსებს შვილების კარგად აღსაზრდელად.

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.172-174 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: