The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე ჟღენტი

პავლე ჟღენტი
Date of birth:27 October, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისროს სამშენებლო ტრესტ "წყალმშენი"-ს სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად და შემდგომ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1963-1990წწ. ამავე ტრესტის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო სამმართველოს ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ სამმართველოს უფროსად; 1990-2006წწ. საქართველოს მელიორაციისა და წყალთამეურნეობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში ჩაბარდა ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემები, კოოპერირებული წყასადენი სატუმბი სადგურებით, რეზერვუარებითა და შენობა-ნაგებობებით, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობები და საცხოვრებელი სახლები, გაჩიანის მაღალი წნევის სატუმბო სადგური და საცხოვრებელი სახლი თანამშრომლებისათვის; განთიადისა და მუხრანის სარწყავი სადგურები შენობა-ნაგებობათა და სატუმბი სადგურით; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სხვადასხვა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 223; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.287

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის

Share: