The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი რევიშვილი

გიორგი რევიშვილი
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1959 წელს.

1959 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გულირიფშის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო მშენებლობის საბჭოში მშენებელ ოსტატად; 1964-1967წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქკვებმრეწვმშენი"-ს სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად სამტრედიის განყოფილების სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის უფროსად; 1978 წელს არჩეულ იქნა სამტრედიის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1979 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №25 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, სადაც მუშაობდა 1990 წლამდე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა, მათ შორის: მწვანე ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკების ქ. ხონში და ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში, საცხოვრებელი სახლების სამტრედიის რკინიგზის განყოფილების მუშა-მოსამსახურეებისათვის, ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დიდი ჯიხაიშის ტექნიკუმისა და ქ. სამტრედიის მაცხოვრებლებისათვის, აშენებულ იქნა სკოლები ქ. სამტრედიაში სოფელ მელაურში, სოფელ ეწერში და სოფელ გომნატეხებში, ასევე ამიერკავკასიის რკინიგზის სახუმისა და ბათუმის მიმართულებებზე-სამგზავრო ბაქნები, ვანის ღვინის ქარხანისა და სოფელ ლესას ჩაის ფაბრიკის გამწმენდი ნაგებობები, კულტურის სახლები სოფელ განთიადსა და სოფელ მიასნიკოვში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 224-225


გააზიარე: